პაატა სალია: ქიბარ ხალვაში, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს

0

“ქიბარ ხალვაში, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. როდესაც გადაწყდება, ჩაგაყენებთ საქმის კურსში”,-ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, არხმა ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა.

“მოგეხსენებათ, ასე არ ხდება ცხოვრებაში, რომ ყველაფერი ერთ წამში ვიცოდეთ, რისი ცოდნაც გვინდა და ერთ წამში წყდებოდეს ყველა საკითხი. ამიტომ გვმართებს მოთმინება. მთავარი ახლა არის, რომ არ დაზიანდეს ტელეკომპანიის ინტერესები და არხმა გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მუშაობდა. დანარჩენი დროის საკითხია. ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. შესაძლოა, დღესაც, ხვალაც. მაშინ, როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა, გადაწყდება ეს საკითხებიც და ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი