პაატა სალია: ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც წინა მენეჯმენტმა დატოვა

0

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, არხის წინა მენეჯმეტის მიერ დატოვებული ფული ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს.

მისივე განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელფასები დროულად გაიცეს.

„არ დავადასტურებ, რომ ქიბარ ხალვაში არ აპირებს ტელევიზიაში ფულის ჩადებას. ვეძებთ ყველანაირ გზას, მოხდეს თანამშრომლებისთვის ხელფასების დროულად გაცემა. შეიძლება, ერთი-ორი დღით დაგვიანდეს, ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი