პაატა სალია: გაბუნია 2 თვის შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას

0

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარისას არხის თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“გაბუნიასთან დაკავშირებით საკითხი დღეს არ დასმულა. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით რომ 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ვნახეთ, რომ ამაზე საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსენსუსი იყო. მე არ ვიცი რატომ გაჩნდა ის მოსაზრება, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რამ უნდა შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თვითრეგულირების საბჭომ მიიღო. როცა მას მოეხსნება 2 თვის მერე შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას”,- განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, ტელეარხზე ნიკა გვარამიას გარდა, ყველას შეეძლება მუშაობის გაგრძელება.

კომენტარები

კომენტარი