ათენში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო, საბერძნეთში ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელ ხაზის ნომერს აქვეყნებს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.
„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა, ესაჭიროებოდეთ საქართველოს საელჩოს დახმარება, დღეს, საბერძნეთის დროით 14:30 საათზე, ქ. ათენიდან 23 კილომეტრში რიხტერის შკალით  5.3 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. შეგახსენებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საელჩოს ცხელი ხაზი: +30 699 577 97 93“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის – ხმელთაშუა ზღვის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები