თურქეთში, აფხაზთა დასახლებებში წყალდიდობის შედეგად 7 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის 4 ბავშვია

თურქეთში, აფხაზებით დასახლებულ სოფლებში: ესმა-ჰანიმში, დელავერში, უსუში, ასევე, კობაში, წყალდიდობის შედეგად დაკარგულად 7 ადამიანი მიიჩნევა, მათ შორის 4 მცირეწლოვანია.
ამის შესახებ თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ვადიმ ხარაზიამ განაცხადა,
ამასთან, ხარაზია აზუსტებს, რომ დაკარგულია ქალი და მისი 4 მცირეწლოვანი შვილი, ასევე, მოხუცი ცოლ-ქმარი.
ხარაზია ამბობს, რომ სოფლებიდან ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილი ნათესავებთან დააბინავეს, ნაწილი ქალაქ ძიუჯეს სპორტდარბაზშია.
მისივე თქმით, 20-მდე სახლი საცხოვრებლად აღარ ვარგა. მისთვის უცნობია, რა დრო დასჭირდება განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, თუმცა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხალხს დახმარებას ჰპირდება, მათ შორის – ფინანსური კომპენსაციის სახით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები