84 წლის ლედი ჩაჩხიანი უკიდურეს პირობებში ცხოვრობს – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

84 წლის ლედი ჩაჩხიანი აუტანელ პირობებში ცხოვრობს. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, იგი საწოლს არის მიჯაჭვული და ვერ საუბრობს. ქალბატონი ლედი მეორე ჯგუფის ინვალიდია. დიაგნოზი: არტერიული ჰიპოტენზია და პარკინსონის დაავადება. მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შედეგად მას სიარული არ შეუძლია. ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. პერიოდულად მას მოინახულებს მისი ძმიშვილი ლაშა, რომელსაც სამწუხაროდ ფინანსური დახმარების აღმოჩენა არ შეუძლია.
„მამიდაჩემი წარმოშობით ცაგერის რაიონიდანაა, ორი წლის იყო, როდესაც 1937 წელს მისი მამა დახვრიტეს ბოლშევიკებმა. დედამ მარტომ გაზარდა ის და მისი ძმა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მამიდამ თბილისში განაგრძო სწავლა უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე და მას შემდეგ აქ ცხოვრობს. მას არ ჰქონია ბედნიერება ყოფილიყო ცოლი, დედა და ბებია. მთელი სიცოცხლე პედაგოგიურ საქმიანობას შესწირა.
ზოგადად ძალზე მადლიერი ქალბატონია, მცირედი ყურადღებაც კი დიდ სიხარულს ანიჭებს. საბედნიეროდ, მის გვერდით დგას ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ფონდის ყველა თანამშრომელს უანგარო ყურადღების და დახმარებისათვის“, – აღნიშნა საუბარში ლაშამ.
“მეგობრებო, მოდით, დავეხმაროთ ამ მოხუც ქალბატონს. იგი იძულებულია სიცოცხლის დასასრული გაატაროს მარტოობაში, შიმშილის ზღვარზე და სნეულებაში. მისთვის ოცნება არის მედიკამენტები, რომელიც ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს დარჩენილ ცხოვრებას.
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლედი ჩაჩხიანი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/481-l/”-აღნიშნული “ჩერნოვეცკის ფონდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები