მოვედი ისეთ დროს როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს – პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია თანამშრომლებთან შესახვედრად ტელევიზიაში მივიდა.
როგორც მან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, “რუსთავი 2”-ში მისი მისვლის მიზანი კომპანიის მენეჯმენტის გაცნობა და თანამშრომლებთან შეხვედრაა.
„გუშინაც ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი ყველას უკლებრივ, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ის ადამიანები ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ, წასულები იყვნენ. შესაბამისად, მოვედი ისეთ დროს როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ და გავესაუბრები“,- განუცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები