“თი ბი სი” IT აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

“თი ბი სის” საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კურსებზე – UX და NET რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 31 ივლისამდე გაგრძელდება”,-ამის შესახებ ინფორმაციას “თი ბი სი ბანკი” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ: UX – https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7 ; NET – https://forms.gle/7Ptn8iyexPZyfgBQ6.
“თი ბი სი” IT აკადემიაში სწავლა უფასოა. საგანმანათლებლო პლატფორმა ერთი მხრივ, აერთიანებს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი, მეორეს მხრივ, კი მათ შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.
“​თი ბი სი” IT აკადემიაში განათლების მიღება ჟიურის მიერ შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ. 4 თვის განმავლობაში, ახალგაზრდებს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე.
სტუდენტების პირველმა ნაკადმა IT აკადემიაში 4-თვიანი კურსი უკვე გაიარა. “თი ბი სის” გადაწყვეტილებით, აკადემიის 25-ვე კურსდამთავრებული სტუდენტი “თი ბი სი ბანკსა” და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდება.
„თი ბი სი” მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა “თი ბი სის” სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. “თი ბი სი” ავითარებს ეკოსისტემებს, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის მონაწილე კომპანიები ინტეგრირებული სერვისების მიწოდებით ქმნიან ღირებულებას მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ფინანსური ტექნოლოგიების ცოდნის შეძენა და გავრცელება მთელ ბაზარზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება “თი ბი სი” IT აკადემიის დაფუძნება. “თი ბი სის” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კურსზე სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა სტუდენტმა შეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კარგი განათლების მიღება”, – განაცხადა “თი ბი სი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ამირან შეროზიამ.
“​თი ბი სი” IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია “თი ბი სი ბანკის” ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/it-academy.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები