ზაალ უდუმაშვილი: ეჭვი მეპარება, ქიბარ ხალვაში დათანხმდეს იმას, რომ ორი თვის შემდეგ გიორგი გაბუნია დაუბრუნდეს ეთერს, ან ნოდარ მელაძე იყოს საინფორმაციოს უფროსი

ძალიან ეჭვი მეპარება, ქიბარ ხალვაში დათანხმდეს იმას, რომ ორი თვის შემდეგ გიორგი გაბუნია დაუბრუნდეს ეთერს, ან ნოდარ მელაძე იყოს საინფორმაციოს უფროსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუკი „რუსთავი 2“ განაგრძობს იმ რეჟიმში მუშაობას, რა რეჟიმშიც მუშაობდა.

„აბსოლუტურად კარგი იქნება, თუკი „რუსთავი 2“ განაგრძობს იმ რეჟიმში მუშაობას, რა რეჟიმშიც მუშაობდა. ეს ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან „რუსთავი 2“ არ არის მხოლოდ ტელევიზია, „რუსთავი 2“ გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობისთვის. თუმცა ამავე დროს, ძალიან ეჭვი მეპარება, ქიბარ ხალვაში დათანხმდეს იმას, რომ ორი თვის შემდეგ გიორგი გაბუნია დაუბრუნდეს ეთერს, ნოდარ მელაძე იყოს საინფორმაციოს უფროსი. არ ვიცი, ამის გარანტიების წარმოდგენაზე ცოტა ეჭვი მეპარება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები