სერგეი ლავროვი “რუსთავი 2”-ის საქმეს ეხმაურება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ აქამდე არაფერი სმენია.
“ამის შესახებ არ მსმენია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებს ეხება, უნდა გადაწყდეს ამ უფლების საფუძველზე… მოსკოვს სურს ქართველ ერთან მეგობრობა”, – აღნიშნა ლავროვმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.