პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მისვლას ხვალ გეგმავს

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მისვლას ხვალ გეგმავს.

როგორც სალიამ ტელეკომპანიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ვერ შეხვდა იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფინანსურ და იურიდიულ საკითხებზე, ამიტომ მისვლას ტელეკომპანიაში ხვალ დილით გეგმავს.

სალიას თქმით, ესაუბრა ჟურნალისტებს, რომლებსაც აინტერესებდათ, როგორ იქნება გარანტირებული დამოუკიდებლობა.

„მოვისმინე ჟურნალისტებისგან შეკითხვები. მათ აინტერესებთ, როგორ იქნება გარანტირებული დამოუკიდებლობა. ამაზე პასუხის მიღება ქიბარ ხასლვაშისგან უნდათ.

ჩემი მიზანი იყო, მესაუბრა კომპანიის მიმდინარე საქმეებზე, გავცნობოდი ინფორმაციას პირველ ეტაპზე, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ კომპანიამ შეუფერხებლად იმუშაოს. ადამიანები, ვინც ამ ნაწილში არიან დასაქმებულები დღეს აქ არ არიან, ხვალ დილით მოვალ და შევხვდები“,- განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ჟურნალისტებთან საუბარი იყო კონტრაქტებზე.

„კონტრაქტებზე იყო საუბარი. ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, მათ უნდათ კონტრაქტები, რომ არავინ შეეხებათ, ეს არის მათი პოზიცია. უნდა ვიცოდეთ, რა კონტრაქტებია გაფორმებული ამ ადამიანებთან, რომ შემდეგ მის გაგრძელებაზე ვისაუბროთ. დღეს არ დამხვდა სამუშაო ვითარება, მოსალოდნელი იყო, რომ იქნებოდა შეკითხვეი, ნაწილს გავეცი პასუხი. ნიკა გვარამიამ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები.

ქიბარ ხალვაშისგან ითხოვენ გარანტიებს, ვერ მივცემ ამ გარანტიებს, ვიდრე ქიბარ ხალვაშისგან ვერ მივიღებ პასუხს“, – განაცხადა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები