პარლამენტთან დღევანდელი აქცია მედიის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმობა

პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა. დღევანდელი აქცია მედიის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმობა. აქციის ორგანიზატორები განცხადებით ისინი თანადგომას უცხადებენ „რუსთავი 2“ – ს.

,,გადავწყვიტეთ, პროტესტის 29-ე დღე დავუთმოთ მედიას, სპიკერები ისაუბრებენ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ქვეყანაში“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები