პაატა სალია ნიგა გვარამიას ხვდება

მინდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ჩართულია კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტში, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ყოფილ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პაატა სალიას თქმით, სურს ცივილურად გადაიბაროს კომპანია და შეხვდეს ფინანსურ, ასევე იურიდიულ საკითხებზე მომუშავე ადამიანებს, ხოლო ჟურნალისტების საქმიანობაში არ ერევა.

„მე ვფიქრობ, რომ თქვენი კოლაბორაციონიზმი აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და ყავასაც არ შემოგთავაზებთ“, – მიმართა ნიკა გვარამიამ პაატა სალიას.

პაატა სალია „რუსთავი 2“-ის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები