რა სარგებელი აქვს ჰოვერბორდს ჯანმრთელობისთვის – 5 საინტერესო ფაქტი!
მსუბუქი და მოდური ჰოვერბორდი ქალაქში გადასაადგილებლად სულ უფრო პოპულარული ხდება, თუმცა უკვე ბევრს გაუჩნდა კითხვა – რამდენად სასარგებლოა ეს მოწყობილობა ჯანმრთელობისთვის და ხომ არ არის ის კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ ნაკლები ვიაროთ, შედეგად კი ფიზიკური ფორმა საბოლოოდ დავკარგოთ?
როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, მსგავსი შეკითხვები აღარ დაგვებადება, როგორც კი ამ ჭკვიან ტრანსპორტს ახლოს გავიცნობთ.
მაშ ასე, 5 ფაქტი იმის შესახებ, თუ რა სარგებელი აქვს ჯანმრთელობისთვის ჰოვერბორდს და მის ნაირსახეობებს?
ფაქტი 1 – ვესტიბულური აპარატის ვარჯიში
ამ ტრანსპორტის მუშაობა ემყარება დინამიკურ ბალანსირებას, რომელიც მიიღწევა ელექტროძრავისა და გიროსკოპული სენსორების საშუალებით. თავად მოწყობილობის მუშაობის სქემა გვკარნახობს იმას, რომ ამ ტრანსპორტის სამართავად საჭიროა მუდმივად ბალასნის შენარჩუნება;
სხეულის დახრილობის კუთხის რეგულარული ცვლილება ვესტიბულარულ აპარატს ავარჯიშებს. ის, ვინც კარგად ფლობს ჰოვერბორდის მართვის ტექნიკას, არასდროს იგრძნობს დისკომფორტს, მაგალითად, ხანგრძლივი მგზავრობისას მანქანით, ავტობუსით, გემით ან სხვა ტრანსპორტით.
ვესტიბულური აპარატი ასევე აკონტროლებს ადამიანის ორგანიზმის ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის სიარული, სირბილი, ხტუნვა და დახრა.
ჰოვერბორდი დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ თავბრუსხვევებს, გულისრევის შეგრძნებებს სპორტული აქტივობებისას, რაც დამწყებებს ახასიათებთ ხოლმე.
კიდევ უფრო საყურადღებოა ის, რომ ის დატვირთვა, რასაც ჰოვერბორდით სიარულისას ვიღებთ, სავსებიტ საკმარისია ვესტიბულური აპარატის ნორმალური ფუნქციობის გასავიტარებალდ და თანაც თანდათანობით, ორგანიზმისთვის ზედმეტი სტრესის გარეშე.
ფაქტი 2 – გადიხართ სასეირნოდ სუფთა ჰაერზე
ამ ჭკვიანი ტრანსპორტით მოძრაობა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე, უბრალოდ, ფეხით გასეირნება. ასეთი მოძრაობა, თანაც – არახალხმრავალ ადგილას და აუჩქარებლად, საუკეთესო განტვირთვაა, თანაც შგიძლიათ, გარემოს ხედებით დატკბეთ. მაგალითად, პარკში სეირნობისას შეგიძლიათ, მთელი ტერიტორია ისე შემოიაროთ, რომ არ დაიღალოთ, ყველა კუთხე-კუნჭულს გაეცნოთ.
ფაქტი 3 – ჰოვერბორდზე სიარული ავითარებს ფეხების, ზურგის, მუცლის კუნთებს:
ფეხები – სტატიკური დაძაბულობის ქვეშ არის ბარძაყები, თეძოები, დუნდულა კუნთები;
ზურგი – ხერხემლის გამშლელი კუნთები გვეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში და წელის სწორად დაჭერაში;
მუცელი – დატვირთვას იღებს მუცლის ოთხივე კუნთი: სწორი/პირდაპირი კუნთი, რომელიც მოხრას/შეკუმშვას უზრუნველყოფს; ირიბი შიდა და ირიბი გარეთა, რომლებიც კორპუსის შემობრუნებისთვისაა, განივი/გარდი-გარდმო კუნთი, რომელიც არ ჩანს და ფარავს შინაგან ორგანოებს.
ამ ტრანსპორტით სიარულის დროს მუდმივად გიწევთ ბალანსის შენარჩუნება, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.
ჰოვერბორდზე სიარული საუკეტესო ვარჯიშია მისთვის, ვისაც საოფისე სამუშაო აქვს და დღის ბოლოს წელისა და ზურგის არეში დაჭიმულობას გრძნობს.
ფაქტი 4 – ჰოვერბორდი სიზარმაცის დასაძლევად
ამ ტრანსპორტით სიარულისას იმდენად კარგ ემოციებს იღებთ, თანაც ისე ვარჯიშობთ, რომ არ იღლებით, ამიტომ თუკი ერთხელ მოსინჯავთ, აუცილებლად გახდება ის თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი.
თანაც, სისტემატური მოხმარების შემთხვევაში უკვე ერთი თვის თავზე შეამჩნევთ, როგორ მოგიმაგრდებათ კუნთები.
ეს განსაკუთრებით კარგი გამოსავალია იმ ბავშვებისთვის, ვისაც აქტიურ ცხოვრებაზე მეტად კომპიუტერთან ჯდომა უყვარს. მათ ეს სათამაშო აუცილებლად დააინტერესებს და ფიზიკური აქტივობისკენ უბიძგებს.
ფაქტი 5 – მოტივაცია ზედმეტი კილოგრამების მოშორებაა
სპორტულ დარბაში წასვლა სავარჯიშოდ ან დიეტის დაცვა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. აქ კი ყველაფერი მარტივია – უბრალოდ, შედექი და იარე. იმ წუთებშივე იგრძნობთ, როგორ სასიამოვნოდ დაგეჭიმათ კუნთები და როგორი საინტერესოა, საკუთარი თავის გამოცდა ბალანსის დაცვაში. ასე რომ, ივარჯიშეთ დაუღლელად და სიამოვნებით.
ეს კი აუცილებლად გაითვალისწინეთ!
იმისთვის, რომ ჰოვერბორდმა შედეგი მოგიტანოთ, უნდა შეარჩიოთ შესაბამისი პარამეტრების მიხედვით:
5-8 წლისთვის – ბორბლები 4,5 დუიმიანი; სიჩქარე 5-8 კმ/სთ;
9-12 წლისთვის – ბორბლები 6,5 დუიმიანი; სიჩქარე 10 კმ/სთ-დან;
მოზარდები – ბორბლები 8 დუიმიანი; სიჩქარე 10 კმ/სთ-დან;
მოზრდილები – ბორბლები 10 დუიმიანი; სიჩქარე 12 კმ/სთ-დან.
ჰოვერბორდის შესახებ სხვადასხვა საინტერესო სტატიას და დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: hoverboards.ge
R