“თურქეთში მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან”
თურქეთში, ვანის პროვინციასთან მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, „ამ დროის მონაცემებით, ტრაპზონში, საქართველოს საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა“.
ვანის პროვინციასთან მიკროავტობუსი დღეს გადაბრუნდა, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.