მსოფლიოში რუსეთისადმი დამოკიდებულება უფრო ცუდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა ცუდისკენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მეტყველებს. გამოკითხვაში 24 ქვეყნის 24,5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, არგენტინა, განა, ნიგერია, ჩინეთი, ინდოეთი. გამოკითხვის მონაწილეებს შესთავაზეს, აერჩიათ ერთ-ერთი კატეგორია -,,პოზიტიური“ ან ,,ნეგატიური“. ათი წლის განმავლობაში, პირველად კვლევაში, რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 45%-მა დააფიქსირა. ეს დამოკიდებულება ყველა კონტინენტის 13 ქვეყანაში გამოხატეს. ყველაზე ცუდად რუსეთს ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში აღიქვამენ. საფრანგეთში ნეგატიურ განწყობას ეთანხმება რესპონდენტების 69%. გერმანიაში – 67%, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის გამოკითხულთა 64%. კანადაში 62%.
პოზიტიურ განწყობას ყველაზე ხშირად აზიის ქვეყნების მცხოვრებლები გამოთქვამენ, რომელთათვისაც რუსეთი პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ჩინეთში დადებითი შეფასება რესპოდენტების 55%-მა მისცა, ინდოეთში კი რუსეთს დადებითად 38% აფასებს.
გამოკითხვის ძირითადი ნაწილი ყირიმის ანექსიამდე და უკრაინის აღმოსავლეთში მომხდარ ამბებამდე ჩატარდა, თუმცა ამ პერიოდამდეც მოსკოვის ირგვლივ იზრდებოდა დაძაბულობა.
,,მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა, ძირითადად, ყირიმის მოვლენებამდე ხდებოდა და სოჭის ოლომპიადას, ხოდორკოვსკის გათავისუფლებას დაემთხვა, ეს მაინც იყო დროის მონაკვეთი, როდესაც პუტინი უკრაინისგან ევროკავშირის მიმართულებით სვლის შეწყვეტას ითხოვდა. კიევის ქუჩებში კი პირველი არეულობები იწყებოდა.
Эволюция отношения к странам за 10 лет (данные за 2005 и 2014 гг.)
% полож. % отриц. % полож. % отриц.
Великобритания 52 29 58 21
Россия 39 39 31 51
Китай 48 32 35 49
Евросоюз 51 19 46 30
Япония 53 24 48 32
США 34 52 36 47