ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, თორნიკე რიჟვაძე იქნება საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელი აჭარაში

“თორნიკე რიჟვაძე არის ლიდერი, ის არის როგორც მთავრობის ლიდერი, ასევე, ჩვენი პარტიული ლიდერი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ის მიიღებს უმაღლეს პარტიულ თანამდებობას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

,,თორნიკე რიჟვაძე არის ლიდერი, ის არის როგორც მთავრობის ლიდერი, ასევე, ჩვენი პარტიული ლიდერი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ის მიიღებს უმაღლეს პარტიულ თანამდებობას. თორნიკე რიჟვაძე არის არაჩვეულებრივი პიროვნება, პროფესიონალი. ის ძალიან კარგად უძღვება თავის ძირითად საქმიანობას, ანუ ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობას   და, ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ის იქნება საუკეთესო პარტიული ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში”, – განაცხადა  კობახიძემ.

დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.  ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე,  თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები