“კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება”

„კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, თან ნულოვანი ბარიერის პირობებში.
„როგორც მოგეხსენებათ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, თან ნულოვანი ბარიერის პირობებში. ასეთ დროს, ბუნებრივია, ძალიან მაღალი ალბათობით ყალიბდება კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოებრივი მიზნები და ამოცანები და, ბუნებრივია, ამ მიდგომით ჩამოყალიბდება კოალიცია“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები