ირაკლი კობახიძე: ჩემი თანამდებობიდან წასვლა იყო სწორი ნაბიჯი

პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო.
„როგორც ხედავთ, მთლიანად ვარ ჩართული ახლა პარტიის საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე, შესაბამისად, სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე პოზიციის დაკავება არ განიხილება.
ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს არის პირველ რიგში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადასაწყვეტი. როგორც მოგეხსენებათ, ეს საკითხი არის მოწესრიგებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და თუ იქნება ასეთი ინიციატივა ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მსჯელობისთვის უმაღლეს საბჭოს წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებთან ერთად.
მე დეტალებში აღარ მინდა შესვლა. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, შევთავაზე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ეს იყო სწორი ნაბიჯი, რატომ როგორ, ამაზე მსჯელობა, მე მგონი, დღეს აღარ არის საჭირო. მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. მე ვაგრძელებ აქტიურად მუშაობას პარტიული მიმართულებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვფიქრობ, რომ მაშინ ეს იყო ყველა გარემოების გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები