კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, თორნიკე რიჟვაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.
როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და მას იმედი აქვს, რომ თორნიკე რიჟვაძე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.
“დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული შეხვედრა აჭარაში, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, თავმჯდომარის კანდიდატურად კი თორნიკე რიჟვაძე წარვადგინეთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა და დარწმუნებული ვარ, თანაპარტიელებთან ერთად, ის წარმატებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, იმ პროექტებზე საუბარი, რომლებიც როგორც ბათუმში, ისე მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.
​სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი – ირაკლი კობახიძე და პოლიტიკური მდივანი – ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები