ბიძინა ივანიშვილი: რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან

“რუსული ბაზრის ჩანაცვლება ადვილი არ არის არავისთვის, ევროპელებისთვის, მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსული ბაზრის ჩანაცვლება ადვილი არ არის არავისთვის, ევროპელებისთვის, მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის ელემენტარული მიზეზის გამო, რადგან პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში, ძალიან კარგად იციან და მას ჰყავს მომხმარებელი.
დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი. იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, არიან ქვეყნის მტრები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები