ბიძინა ივანიშვილი: შეცდომა იყო, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა

“შეცდომა იყო, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, ეს პროტოკოლში არ ეწერა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა სიტუაციის აჟიტირება.
„კობახიძეს არავითარი დანაშაული ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, ეს პროტოკოლში არ ეწერა. კობახიძის შეცდომა არ ყოფილა. ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოებისა. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, გადაეფარა გუნდს, სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა, რაც დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს, მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები