ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

ზუგდიდ-ცაიშისა და გერმანია-ავსტრიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასა და მრევლთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან წმინდანების წმინდა ნაწილები გამოასვენა და ვლაქერნობის აღსანიშნად ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე სალიტანიო მსვლელობა მოაწყო.
მსვლელობის დროს სამღვდელოებასა და მრევლს თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები ახლდა.
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი კვართი და წმინდა ნაწილები საკათედრო ტაძარში საღამომდე იქნება დაბრძანებული. სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ მრევლს საშუალება ექნება, მოილოცოს სიწმინდეები.
ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან პატრიარქის ლოცვა კურთხევით აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს საქართველოს ყველა ეპარქიიდან და უცხოეთიდანაც სტუმრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები