რაჭაში, სოფელ ნოკორწმინდაში წლების შემდეგ დოღი გაიმართა

რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში დოღი გაიმართა.
ადგილობრივების თქმით, 90-იანი წლების შემდეგ ასეთი მასშტაბური საცხენოსნო შეჯიბრი არ ჩატარებულა.
დოღში მონაწილეობისათვის სოფელ ნიკორწმინდაში ცხენოსნები- ჭიათურიდან, თერჯოლინდ, ვანიდან, საჩხერიდან, ამბროლაურსა და ონიდან ჩამოვიდნენ.. შეჯიბრში 25-მდე ცხენი მონაწილეობდა.
დოღის ჩატარების, ტრადიციის აღდღენის იდეა ამბროლაურელ თენგიზ გოგორელიანს ეკუთვნის. 2 თვიანი სამზადისის შემდეგ ჩატარებულმა დოღმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც ადგილობრივებში, ასევე სტუმრებში, ამიტომაც აგვისტოში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის საცხენოსნო შეჯიბრის ჩატარება იგეგმება.
ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ დადაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა.
ნიკორწმინდაში დოღი სამხარეო ადმინისტრაციის, მაჟორიტარი დეპუტატის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა.
1 კილომეტრიან გარბენში გაიმარჯვა:
I – კობახიძე ასლან (ნიკორწმინდა)
II – ცაგურიშვილი მამუკა (თლუღი)
III – ცაგურიშვილი დავითი (თლუღი)
2 კილომეტრიან გარბენში გაიმარჯვა:
I – ფოფხაძე გიორგი (ვანი)
II – ვანიშვილი ნოდარი (თერჯოლა)
III – ცაგურიშვილი ზაქრო (თლუღი)
3 კილომეტრიან გარბენში გაიმარჯვა:
I – ფოფხაძე გიორგი (ვანი)
II – მეტრეველი გიორგი (ონი)
III – ვარდოსანიძე თენგიზი (იმერეთი)
იორღა
I – აბაიშვილი ლაშა (სევა)
II – მეტრეველი გიორგი (ონი)
III – ჩიხრაძე საბა (ონი)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები