კახა კალაძე „მეგობარ აქტზე: დოკუმენტი გაჯერებული იყო სიცრუით – ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ აღნიშნული აქტი არ მიღებულა

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ მან, საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტის – „მეგობარი აქტის“ შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„აღნიშნულ აქტში არაფერი მეგობრობის არ იყო, ყველაფერი იყო მტრული. დოკუმენტი გაჯერებული იყო სიცრუით, ცილისწამებით, ტყუილზე დაფუძნებული შეთხზული სისულელეებით, რომლის ერთი ავტორი იყო, გვარი არ მახსოვს, მგონი უილსონი, რომელიც FARA-ს კანონით გახდა ცნობილი – იმ სიბინძურეში, რასაც კადრულობდა, 80 ათასი აუღია, წარმოგიდგენიათ? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ აღნიშნული აქტი არ მიღებულა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აკაცუკების, მტრების, რომლებიც დღეს ქვეყნის შიგნით გვყავს, სურვილია, ქვეყანა დაზიანდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ აღდგეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან და მეგობრობა, პარტნიორობა იყოს ორმხრივი, დაფუძნებული სამართლიან ურთიერთობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები