ლევან კობერიძე: ეს პროცესები, საბოლოოდ, არაფერს მოგვიტანს გარდა იმისა, რომ, უბრალოდ, დროს დავკარგავთ

“მგონი, დროა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს პროცესები, საბოლოოდ, არაფერს  მოგვიტანს გარდა იმისა, რომ, უბრალოდ, დროს დავკარგავთ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ გახმაურებული გამოძიებების თემაზე, მათ შორის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
„ვხედავ, რომ არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ სხვა საქმეებზეც, რომლებიც ძალიან აქტუალურია საზოგადოებაში, პრაქტიკულად, ვერანაირ შედეგებს   ვიღებთ გამოძიებისგან. მე მგონი, დროა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს პროცესები, საბოლოოდ, არაფერს   მოგვიტანს გარდა იმისა, რომ, უბრალოდ, დროს დავკარგავთ ყველა  ერთად და დროა, რომ   საზოგადოება კონცენტრირებული იყოს 2020 წლის არჩევნებზე და იქ მიღებული შედეგის შემდეგ უკვე დადგეს მერე ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც აჭიანურებდა, არ იძიებდა, ან კანონდარღვევით იყო დაკავებული”, – განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები