ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელებენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით  15-16 ივლისს  ბაქოს ეწვევა.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრების მონაწილეობით.
შეხვედრაზე განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის სფეროში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.
შეხვედრები, ასევე, გაიმართება მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან – ოგტაი ასადოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან – ელმარ მამადიაროვთან და მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი – რამაზ ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები