მამუკა ბახტაძე – ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ, ეს ასე არ მოხდება

ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გადაცდომას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ვარიანში, 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, რამდენიმე სამართალდამცავს შეუჩერდა უფლებამოსილება, რამდენიმე მათგანზე კი მიმდინარეობს გამოძიება.
“თითოეული ნიუანსი დასადგენი და გასათვალისწინებელია. ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შესაძლოა, ვინმეს ხელი დააფარონ. ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამ საკითხში ჩავრთეთ სახალხო დამცველიც და გამოძიების ამ ინიციატივას მე მხოლოდ მივესალმები, ისევე, როგორც სურვილის შემთხვევაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს უზრუნველყოფს ობიექტურ გამოძიებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები