ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს 

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.
როგორც “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალ თეატრს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს, ორი დარბაზი ექნება – დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე გათვლილი, მცირე კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო, გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.
პროექტს ფონდი “ქართუ” აფინანსებს და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
ცნობისათვის, ​ზუგდიდის თეატრი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ იქ დასი წარმოდგენებს ვერ მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები