ძლიერი წვიმის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტი დაზარალდა (ფოტოკოლაჟი)

ძლიერი წვიმის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მდინარე მუხრის ადიდების შედეგად, წაღებულია 30 კმ-იანი სატრანსპორტო გზა, რის შედეგად სოფელი ტვიბი მოწყვეტილია გარე სამყაროს. დაზიანებულია ჭველფი- ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯი, ლუჯი – სასაშის დამაკავშირებელი გზა, სასაში-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდი. სოფელი მელეში ადიდებული ღელე გადმოვიდა კალაპოტიდან და სოფლის ცენტრალური გზა დააზიანა.
ადგილზე ტექნიკა მობილიზებულია, თუმცა, ამ ეტაპზე, უხვი ნალექის გამო, სამუშაოების შესრულება დროებით შეფერხებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები