“იმ ადამიანების სია, ვინც იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან უნდა შერჩეულიყო, სავარაუდოდ, წინასწარ იყო შეთანხმებული”

“იმ ადამიანების სია, ვინც იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან უნდა შერჩეულიყო,სავარაუდოდ, წინასწარ იყო შეთანხმებული, იმიტომ, რომ ძალიან მაღალია დამთხვევის მაჩვენებელი”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, გასაუბრების ეტაპი  ყველაზე გადამწყვეტი იქნება და ყველა დამკვირვებელი დაინახავს, რამდენად სამართლიანი და თანაბარი იქნება საბჭოს წევრების მხრიდან კანდიდატებისადმი მიდგომა.
„პირველი კენჭისყრა ჩატარდა კანდიდატების შესარჩევად და ვნახეთ, რომ, დაახლოებით, 137 კანდიდატიდან შეირჩა 50 კანდიდატი და აქედან, დაახლოებით, 10 ბიულეტენი ვნახეთ, სადაც, მაღალი ალბათობით, წინასწარ შეთანხმებული კანდიდატები იყო შემოხაზული. არის რამდენიმე ბიულეტენი, სადაც ზუსტად 20 იდენტური კანდიდატია შემოხაზული და ასევე, არის ბიულეტენები, სადაც 10-15 იდენტური კანდიდატია შემოხაზული. ეს გვაფიქრებინებს, რომ, სავარაუდოდ, იმ ადამიანების სია, ვინც იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან უნდა შერჩეულიყო, წინასწარ იყო შეთანხმებული  იმიტომ, რომ ძალიან მაღალია დამთხვევის მაჩვენებელი. თუმცა ჩვენ წინ გვაქვს გასაუბრების ეტაპი, რომელიც, ალბათ, ყველაზე გადამწყვეტი იქნება და ყველა დამკვირვებელი დაინახავს, რამდენად სამართლიანი და თანაბარი იქნება საბჭოს წევრების მხრიდან კანდიდატებისადმი მიდგომა. ბოლო ეტაპზე, პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ კანდიდატებზე, ვინც შერჩეული იქნება. პროცესის დაკვირვების შედეგად შესაძლებლობა გვექნება შევაფასოთ, აქვთ თუ არა ლეგიტიმაცია საბოლოოდ არჩეულ კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ის, რაც გამოვავლინეთ, კითხვის ნიშნებს ნამდვილად ბადებს, თუმცა ვფიქრობ, კიდევ მნიშვნელოვანი პროცესები გვაქვს წინ, რომელზე დაკვირვების შემდეგაც გვექნება შეფასებების გაკეთების შესაძლებლობა,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები