რუსეთთან მოლაპარაკებებზე წარსადგენი პირები ცნობილია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა განისაზღვრა.

მოლაპარაკებები დღეს სტამბოლში გაიმართება. ამას სახელმწიფოს მეთაურის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს.

როგორც გამოცხადდა, დელეგაციას ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. სულ უკრაინის დელეგაციაში 14 ადამიანი იქნება.

კერძოდ, მოლაპარაკებათა ჯგუფში შედიან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში იური კოვბასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამსახურებრივი საქმიანობის უზრუნველყოფის ოფისის პროტოკოლის ოფიცერი გეორგი კუზმიჩევი.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოადგილეები ოლეგ ლუგოვსკი და ოლექსანდრ პოკლადი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები ევგენი ოსტრიანსკი და ოლექსი შევჩენკო, თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსის მოადგილეები ვადიმ სკიბიცკი, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ანდრეი ფომინი, გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი ოლექსანდრ შერიხოვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ევგენი შინკარევი.

უკრაინულმა მხარემ წინასწარ გამოაცხადა შემდეგი შეხვედრის დღის წესრიგი : სამხედრო ტყვეების დაბრუნება, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები