“გამჭვირვალობის კანონი ისევ ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი” – არჩილ გორდულაძე
“გამჭვირვალობის კანონი ისევ ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“მეორე მხარეს, გვაქვს მოცემულობა, ადამიანები დადგნენ თუ არა რიგში რამდენიმე დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ევროკავშირში იმგზავრონ. ამ ორი მოცემულობის ერთ სიბრტყეში დაყენება წარმოუდგენელია. ევრობიუროკრატიამაც ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების უკან წამღები „ქართული ოცნების“ გუნდი და ქართველი ხალხი არ არის. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერს წერენ და გვაშანტაჟებენ რადგან ერთი მიზანი აქვთ, მოდის არჩევნები და აქვთ სურვილი, როგორმე მუხტი აიწიოს. ისევ აშანტაჟებენ ქართველ ხალხს, რომ იქნებ, როგორმე ხელისუფლება შეცვალონ და „ნაცები“ ხელისუფლებაში მოიყვანონ.
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადამიანი რომ დასაქმდეს, საჭიროა სამუშაო ვიზა. სხვა შემთხვევაში, დასაქმება კანონიერი გზით შეუძლებელია. სწავლისთვისაც საჭიროა ვიზის აღება. უვიზო მიმოსვლა ტურისტული მიზნით გადაადგილებას ეხება. სხვადასხვა ადამიანი შეიძლება, ამას სხვადასხვა ფორმით იყენებდეს. მაგალითად, ნახევარ განაკვეთზე საქმიანობისთვის. განცხადებები იყო სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით. არანაკლები სამედიცინო მომსახურების მიღება სხვაგანაც შეიძლება და უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფო თავად ეხმარება ბიუჯეტიდან ადამიანებს, რომ ის ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება, სხვა ქვეყანაში ჩატარდეს და ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან იყოს დაფინანსებული“, – ამბობს გორდულაძე.