გოგა ხაინდრავა: უი! უი! ევროპა! შენ არ მოუკვდე დედაშენს ეს რა დაგმართნია? კრიტიკის გამო ასამართლებთ ხალხს?!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში სდებს ბრალს და ამტკიცებს რომ ათასობით ადამიანს საკუთარი მთავრობის კრიტიკის გამო ასამართლებენ. უი! უი! ევროპა! შენ არ მოუკვდე დედაშენს ეს რა დაგმართნია? კრიტიკის გამო ასამართლებთ ხალხს?!”,- წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს:
„ევროპაში ათასობით ადამიანს საკუთარი მთავრობის კრიტიკის გამო ასამართლებენ. ეს ორუელისეული გზავნილი შეერთებულ შტატებს ვერ მოატყუებს. ცენზურა – ეს თავისუფლება არაა“.