აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დათო მაღრაძის წიგნის „ჯაკომო პონტის” აფხაზური ვერსიის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ ენაზე გამოცემული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გახსნა. წიგნის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ ისაუბრა, რომელმაც პოემიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა.
პოემის აფხაზურ ენაზე თარგმანი აფხაზური ენის სპეციალისტს ირმა ოსია-კინწურაშვილს და აფხაზ პოეტს ეკუთვნით.
ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, პოემის აფხაზურენოვანი ვერსიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.