ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი რეკრეაციული სივრცე, 10 500 კვ.მ. ფართობზე განთავსდა.

,,რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცეები გაკეთდა: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფოტოგადაღების ჯიხური, კომერციული ობიექტები ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები