საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მათიას უნგერმა საჩუქრად წიგნები გადასცა
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მისმა მეგობარმა მათიას უნგერმა, საჩუქრად წიგნები გადასცა. მათ შორისაა, ნიცშეს რჩეული ტექსტების 15-ტომეული გერმანულ ენაზე.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მათიას უნგერი უკვე წლებია მეგობრობს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და დროდადრო საჩუქრად უგზავნის მნიშვნელოვან გერმანულ გამოცემებს.
ფოტო არქივიდან: მათიას უნგერი და მისი მეუღლე, ბელა ჩეკურიშვილი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2016 წელი