ვაზილ ჰუდაკი: საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით

“ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის სტრატეგიასა და პრიორიტეტებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობა“, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ბათუმში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ქვეყნებში ბოლო ათი წლის მანძილზე 9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ და მათ შორის, საქართველო ყველაზე მსხვილი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე მიღებული ინვესტიციების მიხედვით.
„საქართველოში 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის, მუნიციპალური სექტორის, გზების მშენებლობის და სხვა პროექტებში. ევროპის საინვესტიციო ბანკი კვლავაც განაგრძობს საქართველოს, ისევე როგორც დანარჩენი ხუთი ქვეყნის, მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები