მდინარე აბაშის კანიონში მდინარის ადიდების გამო რამდენიმე ახალგაზრდა ჩარჩა

მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდინარე აბაშის კანიონში მდინარის ადიდების გამო რამდენიმე ახალგაზრდა ჩარჩა. ახალგაზრდები კანიონში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მოულოდნელად მდინარე ადიდდა. ახალგაზრდებმა უსაფრთხო ადგილის მოძებნა შეძლეს, თუმცა ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, წყლის დონე უფრო მეტად იმატებს, რის გამოც შესაძლოა, სიტუაცია გართულდეს. ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები