პუტინი: ევროპაში არიან ღირსეული პოლიტიკოსები, მაგრამ ძალიან ცოტა
ევროპაში არიან ღირსეული და თანმიმდევრული პოლიტიკოსები, მაგრამ ძალიან ცოტაა და თითებზე ჩამოსათვლელი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ის [გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი] ძალიან წესიერი და თანმიმდევრული ადამიანია. ასეთი ხალხი ცოტაა, ევროპაშიც არის, მაგრამ ცოტაა – თითებზე დათვლა შეიძლება. ერთი ხელიც საკმარისი იქნება“, – განაცხადა პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე.
ამასთან, კრემლის ლიდერმა გაიხსენა, რომ შრედერი, ერაყში ამერიკული ინტერვენციის წინააღმდეგი იყო, რამაც ამერიკელების უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, ყოფილი კანცლერი ყოველთვის მოქმედებდა გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ამან შესაძლოა მის პოლიტიკურ კარიერას საფრთხე შეუქმნა.