სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილმა, ჩემთან ლაპარაკში პირდაპირ აღიარა, რომ 7 ნოემბერს მისი ბრძანებით იყო გამოყვანილი სასჯელაღსრულების სპეცრაზმი

მიხეილ სააკაშვილმა, ჩემთან ლაპარაკში პირდაპირ აღიარა, რომ 7 ნოემბერს მისი ბრძანებით იყო გამოყვანილი სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჯარი ემორჩილება მხოლოდ მთავარსარდალს. მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო მთავარსარდალი, მის გარეშე ჯარი ვერ გამოვიდოდა. მაშინდელი პრეზიდენტის ხელში იყო აბსოლუტური ძალაუფლება ხელმოყრილი, ეს არ იყო როგორც დღევანდელი უფუნქციო პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ სახელად აქვს მთავარსარდალი.

2008 წლის იანვარში, მისი ხელმეორედ გაყალბებით არჩევის შემდეგ, ის მოვიდა ჩემთან ოფისში, მე მას ვკითხე. რატომ გამოიყვანა 7 ნოემბერს სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, ეს ხომ კანონის დარღვევაათქო, მან მიპასუხა, რომ ძალები არ ჰყოფნიდათ. ეს იყო ერთი ადამიანის მხრიდან კოორდინირებული, ისევე როგორც „იმედში“ შეჭრა, რომელიც 7 ნოემბრის საღამოს მოხდა და ბუნებრივია ესეც არ და ვერ მოხდებოდა სააკაშვილის გარეშე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები