ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დახმარებას ტრამპის ინაუგურაციამდე გააგრძელებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და უკრაინაში ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკის გატარებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე გააგრძელებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დავიცავთ იმავე პოლიტიკას, რომელსაც ვატარებთ ახლო აღმოსავლეთში, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ისევე როგორც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და, რა თქმა უნდა, ბევრ სხვა სფეროში“, – აღნიშნა მილერმა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები