სოზარ სუბარი: დღეს რა ნიაღვარიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც ებრძვის ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას, რელიგიას, ეს არის სწორედ ანტი ცივილიზაციის ბრძოლა ცივილიზაციის წინააღმდეგ

„საქართველო უპირისპირდება გლობალურ წესრიგს“, ეს სიტყვები ლევან გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ მიტინგზე წარმოთქვა. მანამდე ზვიად გამსახურდიას უთხრა პრეზიდენტმა ბუშმა, რომ თქვენ დინების წინააღმდეგ მიდიხართ და დღესაც წავედით დინების წინააღმდეგ. დინება დღეს არის ბრძოლა იმ მონაპოვართან, რაც კაცობრიობას აქვს ცივილიზაციასთან, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ის, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რა ღირებულებების თავზე მოხვევასაც ცდილობენ კაცობრიობისთვის, ეს არის მართლა ანტი ცივილიზაცია. 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ნგრევის ეპოქაში ძალიან პოპულარული იყო სემუელ ჰანტინგტონის თეორია, რომ 21-ე საუკუნე იქნება ცივილიზაციათა ჯახის, ცივილიზაციებს შორის ბრძოლის ეპოქა. მაგრამ დღეს ვხედავთ ანტი ცივილიზაციის აჯანყებას და ანტი ცივილიზაციის ბრძოლას ცივილიზაციის წინააღმდეგ, კაცობრიობის მონაპოვრის და კულტურის მონაპოვრის წინააღმდეგ.

დღეს რა ნიაღვარიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც ებრძვის ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციას, რელიგიას, ეს არის სწორედ ანტი ცივილიზაციის ბრძოლა ცივილიზაციის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ანტი ცივილიზაცია ვერ გაიმარჯვებს და საქართველო აღმოჩნდა დღეს მედროშე და მოწინავე ხაზზე კაცობრიობის ძირითადი ღირებულებების ბრძოლის სადარაჯოზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები