“ოპოზიციამ თხარა, თხარა და, სავარაუდოდ, თავისივე დანაშაულები გამოთხარა” – მაჭარაშვილი
“ოპოზიციამ თხარა, თხარა და, სავარაუდოდ, თავისივე დანაშაულები გამოთხარა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“ჩვენ ვამბობდით და ეს მტკიცებულებებიც მოვიპოვეთ, რომ რეალურად, ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ უბნებზე, სიებში არ იყვნენ და აღმოჩნდებოდა, რომ რადიკალური ოპოზიციის რომელიმე კომისიის წევრი იყო, თან – ამ უბნიდან მოშორებით. ეს რეალური ჩვენებები და მტკიცებულებები წარედგინება პროკურატურას”, – განმარტა მაჭარაშვილმა.