გიორგი გახარია: ჩემი გადადგომა პრობლემაა არ არის, მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც
„ჩემი გადაგომა საერთოდ პრობლემაა არ არის, მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, „თუ არ დასრულდა აქციები გადადგებით თუ არა“ ამ ფორმულირების მქონე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩემი გადაგომა საერთოდ პრობლემაა არ არის, მე შემიძლია გადავდგე ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც. არ წარმოადგენს ეს პრობლემას, და მე აქ სავარძელში გადადგომა-არგადადგომის გამო კი არ ვზივარ, აქ ვარ და ვიქნები, მანამ, სანამ იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობ არ შევასრულებ და დავასრულებ, ამის შემდგომ ყველანირი პრობლების გარეშე…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.