ბიბილოვი: სააკაშვილი მეეზოვეც რომ იყოს, მაინც მოაწყობს არეულობას

0

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო “პრეზიდენტმა”, ანატოლი ბიბილოვმა უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სააკაშვილს მეეზოვის სამუშაოც კი არ მისცენ, რადგან, მისი თქმით, სხვა შემთხვევაში  უკრაინა არეულობებს თავს ვერ აარიდებს.
“რაც უფრო დიდი თანამდებობა უკავია ამ პოლიტიკოსს, მით უფრო მეტი ზიანის მომტანია. თუ სააკაშვილს რადაში შეუშვებენ, იქ არეულობა კი არა, უბედურება დატრიალდება. თუ უკრაინელებს სურთ, რომ უკრაინა უსაფრთხოდ იყოს, მაშინ ის მეეზოვედაც კი არ უნდა დაასაქმონ. სააკაშვილი ამ შემთხვევაშიც კი ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში არეულობები დაიწყოს”, – თქვა ბიბილოვმა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება არ არის გათვალისწინებული.
“ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ თბილისი ჯერ კიდევ ამერიკის სრული გავლენის ქვეშაა მოქცეული. საქართველოს ურჩევნია, დაიწყოს საკუთარი ინტერესების გამოაშკარავება. ამასთან, მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელია, ხელი მოეწეროს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ძალის არ გამოყენების შესახებ მემორანდუმს “, – განმარტა ბიბილოვმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი