ოხანაშვილი გოცირიძეს: პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და გარეთ, ქუჩაში როგორ მოიქცეოდით

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგის განხილვას დეპუტატებს შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის წარმომადგენელს რომან გოცირიძეს მიმართა.
“აი ეს არის თქვენი სახე ბატონო რომან, ნაციონალური მოძრაობის სახე, თქვენ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე როგორ იქცევით და გარეთ, ქუჩაში როგორ მოიქცეოდით. ეს ხომ ვიხილეთ ყველამ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ემოციებით და ადამიანების ბედით არ ვმოქმედებთ. ჩვენ ვმოქმედებთ ცივი გონებით, ვიმოქმედებთ კანონის, კონსტიტუციის, რეგლამენტის სრული დაცვით”, – განაცხადა ანრი ოხანაშილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები