„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა ხაბარელი ლილო-ორხევის ოლქში ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა ხაბარელი ლილო-ორხევის ოლქში ადგილობრივებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო.

რაიონის მცხოვრებლებთან მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებების დაკმაყოფილების გეგმაზე ისაუბრა და ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა.

სკოლა, სპორტული ცენტრი, საგზაო ინფრასტრუქტურა – ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

მამუკა ხაბარელის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება, რათა განვითარება მათი პრიორიტეტების მიხედვით გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები