რუბიოს თქმით, აშშ-მა შესაძლოა თავისი ჯარები ეკვადორში დააბრუნოს

WASHINGTON, DC - MARCH 22: Sen. Marco Rubio (R-FL) talks about bipartisan legislation to create "red flag" gun law during a news conference at the U.S. Capitol March 22, 2018 in Washington, DC. The law would make it possible for a judge to place a restraining order on a person's gun ownership if there is evidence that he or she has become a danger to themselves or others. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

აშშ-მა შესაძლოა თავისი ჯარები ეკვადორის ტერიტორიაზე დააბრუნოს, თუ რესპუბლიკის ხელისუფლება ამის მოთხოვნას წარადგენს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ეკვადორი სუვერენული სახელმწიფოა. მათ ჩვენი მოწვევა მოუწევთ… თუ ისევ მოგვიწვევენ, ამაზე ძალიან სერიოზულად ვიფიქრებთ“, – თქვა რუბიომ კიტოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ამერიკელი სამხედროები ეკვადორში 2009 წლამდე იმყოფებოდნენ. მანვე დასძინა, რომ შეერთებული შტატები რესპუბლიკას მოკავშირედ მიიჩნევს „მსოფლიოს ძალიან სტრატეგიულ ნაწილში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები