ლევან მაჭავარიანი – ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე: ეს საქციელი ყოვლად მიუღებელია, არ ვიცი სად არიან აღზრდილები და რა მორალური სტანდარტებით ხელმძღვანელობენ

ეს საქციელი ყოვლად მიუღებელია, არ ვიცი სად არიან აღზრდილები და რა მორალური სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე საუბრისას განაცხადა.

„გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ, პოლიციაზე თავდასხმაც ვიხილეთ, შეურაცხყოფებიც ვიხილეთ. ეს არის ფსევდო ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ და ეს აუცილებლად დასრულდება საქართველოში“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მმართველი გუნდის დეპუტატ ბექა ოდიშარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები